logo
ENG



კობახიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლის აღდგენა "მისასალმებელი იქნება"

18 იან 202323:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/18/4cfal0n5apgx1vc.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მისასალმებელი იქნება. ამის შესახებ მან იმედი LIVE-ის ეთერში თქვა.

მისი თქმით, რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.

"გახსოვთ, რომ 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე, ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართული, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები, ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა, მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მისასალმებელი იქნება", - თქვა კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა", - თქვა ლავროვმა.

 

 

 


close დახურვა